logoეს შენ გეხება

esshengexeba.ge
facebook fr fr fr fr
ახალი ამბები
27.09.2016 ეს შენ გეხება ფარული ჩანაწერის გავრცელების ფაქტს ეხმაურება
        კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას. კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარ...
სრულად
14.09.2016 "ეს შენ გეხება" მორიგი ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების შესახებ
კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორსა და ერთერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს შორის.   კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აღმაშფოთებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი სატელეფონო ჩ...
სრულად
17.08.2016 განცხადება კადრების გავრცელებაზე
          კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება ერთ-ერთი მედია საშუალების ვებგვერდის მეშვეობით პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელებას დაუშტრიხავი ფორმით იმგვარად, რომ ყველასათვის შესაძლებელი გახდა კადრებზე ასახული პირების იდენტიფიცირება. კადრები ასევე აიტვირთა და ფართოდ გავრცელდა YouTube-ზე. სა...
სრულად
27.07.2016 შეხვედრა საკონსტიტუსიო სასამართლოს თავმდჯომარესთან
2016 წლის 25 ივლისს, კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდნენ მას შემდეგ რაც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე. ...
სრულად
23.06.2016 კინოჩვენება "სხვათა ცხოვრება"
თემატურია და გადავწყვიტეთ 2006 წლის ოსკარის მფლობელის, გერმანელი რეჟისორის ფლორიან ხენკელ ფონ დონნერსმარკის მხატვრული ფილმი "სხვათა ცხოვრება" წარმოგიდგინოთ. ფილმის მოქმედება ხდება 1984 წელს, აღმოსავლეთ ბერლინში, 5 წლით ადრე ბერლინის კედლის დანგრევიდან. ”შტაზის” აგენტი გერდ ვიზლერი, სოციალისტური იდეალების ერთგული მაღალი კლასის სპეცი...
სრულად
18.06.2016 ფარული მიყურადების კანონპროექტების ინიცირება გაჭიანურებულია
პრესრელიზი, 18 ივნისი, 2016 კამპანია “ეს შენ გეხებას” წევრებს საჭიროდ მიაჩნიათ გამოეხმაურონ ფარული მოსმენა-მიყურადების რეფორმის საკითხზე მომზადებული კანონპროექტების ინიცირების საკითხს. პირველ რიგში, გვსურს დაინტერესებულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ რა პრინციპით შეარჩია კამპანიამ მის მიერ მომზადებული კანონპროექტების ინიცირების ...
სრულად
20.05.2016 ჯგუფი: "ვაკის პარკი" სიმღერა: "ეს შენ გეხება"
      ეს სიმღერა ჯგუფმა "ვაკის პარკმა" 2012 წლის არჩევნებამდე დაწერა, მაშინ როცა კამპანია "ეს შენ გეხება" თანასწორისაარჩევნო გარემოსთვის იბრძოდა.       
სრულად
13.05.2016 კამპანიამ "ეს შენ გეხება" საზოგადოებას წარუდგინა საქმიანობების შედეგები
დღეს კამპანიამ "ეს შენ გეხება" საზოგადოებას წარუდგინა საქმიანობის შედეგები და კამპანიის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში ინიცირების ფორმაზე ისაუბრა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კამპანია აქტიურად მუშაობდა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე რამდენიმე მიმართულებით. მათ შორის ე.წ მიყურადების სააგენტოს (ე.წგასაღებზე უფლე...
სრულად
11.05.2016 მიმართვა პროკურატურას
  თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მიმართ მუქარები გავრცელდა. საქართველოს პრემიერმინისტრმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საგამოძიებო ორგანოები გამოიძიებდნენ აღნიშნულ დანაშაულს და დამნაშავე პირები უმკაცრესად აგებდნენ პასუ...
სრულად
04.05.2016 69% არ გაუზიარებდა კრიტიკულ მოსაზრებას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ- კვლევის შედეგები გამოქვეყნდა
კვლევა ჩატარებულია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ 16-28 მარტის პერდიოდში. გამოკითხვაში მონაწილეობდა 2032 ადამიანი.   გამოკითხულთა 64% არ გაუზიარებდა პირად საიდუმლოს ახლო მეგობარს მობილური ტელეფონით საუბრის დროს, ასევე გამოკითხულთა 69% არ გაუზიარებდა კრიტიკულ მოსაზრებას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შ...
სრულად
1
2
3
...
15
16