"საარჩევნო კოდექსის" დღეს არსებული ვარიანტისა და "ეს შენ გეხება"-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების შედარებითი ანალიზი
7 მაისს კამპანიის - "ეს შენ გეხება" მონაწილე ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინეს ახალი საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი, რომელიც საარჩევნო და მედია გარემოს გაჯანსაღებას ისახავს მიზნად. წინადადებების კანონმდებლობაში ასახვის შემთხვევაში, მოგვარდება შემდეგი საკითხები:
• არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწა;
• საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
• ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირება;
• საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედიათანაბრობის უზრუნველყოფა;
• საარჩევნო სუბიექტებისთვის გარე რეკლამის თანაბარი ხელმისაწვდომობა;
• ადმინისტრაციული და სახელმწიფო ორგანოების სარეკლამო ხარჯების საჯაროობა;
• განისაზღვრა მაუწყებლობის ტრანზიტის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებები.
წარმოგიდგენთ კანონის დღეს არსებული ვარიანტისა და "ეს შენ გეხება"-ს მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების შედარებით ანალიზს:
საარჩევნო კოდექსი
მედია გარემო