”კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” - დღეს არსებული ვარიანტისა და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან მიღწეული შეთანხმების შედარებითი ანალიზი
პარლამენტთან მიღწეული შეთანხმების თანახმად:
• კანონში აღარ იარსებებს პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირთა ცნება;
• პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვის გამო კონტროლის პალატას აღარ ექნება უფლება პირს დაუწესოს შეზღუდვები;
• დავიწროვდება და მკაფიოდ განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებზეც გავრცელდება პოლიტიკური პარტიისათვის დაწესებული შეზღუდვები;
• ამომრჩეველს აღარ დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პარტიისგან რაიმე სარგებლის მოთხოვნის გამო;
• პირს არ შეეზღუდება სამეწარმეო საქმიანობა თუ ის უშუალოდ არ უკავშირდება საარჩევნო მიზნებს;
• კონტროლის პალატას აღარ ექნება ქონებაზე ყადაღის ერთპიროვნულად დადების უფლება. ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ სადაო თანხას/ქონებას და ისიც მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით;
• შემცირდება სანქციებისა და ჯარიმების ოდენობა;
• „პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ“ კანონის დარღვევისთვის აღარ გაუქმდება პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაცია.
წარმოგიდგენთ კანონის დღეს არსებული ვარიანტისა და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან მიღწეული შეთანხმების შედარებით ანალიზს: შედარება