
შეხვედრა საკონსტიტუსიო სასამართლოს თავმდჯომარესთან
2016 წლის 25 ივლისს, კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდნენ მას შემდეგ რაც პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე.
გარდა ამისა, მოსამართლეებს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროვებით დაემუქრნენ.
პაპუაშვილის განცხადებას საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან ადეკვატური რეაგირე არ მოჰყოლია. „ეს შენ გეხებას“ წევრების შეხვედრა პაპუაშვილთან ვითარებაში გარკვევის მიზნით დაინიშნა. შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოხარულია არასამთავრობო ორგანიზაციები მის განცხადებას გამოეხმაურნენ:
"პირველ რიგში, მოხარული ვარ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრით, იმიტონ, რომ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები რეაგირებას არ ახდენდნენ, სწორედ ისინი იდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს დაცვის სადარაჯოზე. ამიტომ არ გამკვირვებია მათი დაინტერესება. ჩვენ შევხვდებით, გავუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს.
მეც მაინტერესებს მათი აზრი, თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. მეც რაც შემიძლია დამატებით ინფორაციას მივაწოდებ მათ, თუმცა ისეთი მოლოდინი არ მაქვს, რომ კონკრეტულ ვიღაცებს ყურებით მოვიყვან, ვინც ზეწოლას განახორციელებდა და ა.შ., მაგრამ მაინც საინტერესო და მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა ჩვენთვის.“
-განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.
მედია ამ თემაზე:
პაპუაშვილი: პრემიერმინისტრს აუცილებლად შევხვდები, როცა ის მოიცლის- ნეტგაზეთი