logoეს შენ გეხება

esshengexeba.ge
facebook fr fr fr fr
მედია თემის შესახებ
18.04.2016

newposts.ge- კამპანია „ეს შენ გეხება“ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ელის

მესამე სექტორი აპირებს მათ მიერ შემუშავებული მოდელი გიორგი კვირიკაშვილს გააცნონ.

კამპანია „ეს შენ გეხება“ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოლოდინშია. არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული თვალთვალისა და მიყურადების მოქმედი სისტემის ძირეულ რეფორმას, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასა, უსაფრთხოების სისტემაში რეფორმების გაგრძელებასა და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას ითხოვენ.

მესამე სექტორი აპირებს მათ მიერ შემუშავებული მოდელი გიორგი კვირიკაშვილს გააცნონ. ამ მოდელის მიხედვით დამოუკიდებელი სააგენტო უნდა შეიქმნას, რომელსაც არც საგამოძიებო, არც კონტრდაზვერვითი და სამართალდაცვითი ფუნქცია არ ექნება.

სწორედ ამ უწყებას გადაეცემა ე.წ. „გასაღები“.