ინფოგრაფიკით ახსნილი თვალთვალის ახლებური სისტემა
სრული ინფოგრაფიკის სანახავად გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე
ეს ინფოგრაფიკა კარგად აღწერს ცვლილებებს უსაფრთხოების სფეროში და მიყურადების პროცესს იმ კანონპროექტების მიხედვით, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ.
ჩვენ ვთავაზობთ სახელმწიფოს, შექმნას სამი ახალი ორგანო და გაატაროს რეფორმა უსაფრთხოების სფეროში.
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ახლებურად უნდა განისაზღვროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფუნქციები, შეიქმნას სპეციალური სააგენტო, რომელიც იქნება თვალთვალის უფლებამოსილების მქონე ერთადერთი ორგანო, გაძლიერდეს საპარლამენტო ზედამხედველობა უსაფრთხოების სამსახურებზე, კერძოდ, შეიქმნას საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო, რომელსაც ექნება უფლება დააკვირდეს და აკონტროლოს თვალთვალის პროცესი და უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობა. შესაბამისად, ეს სამსახურები ანგარიშვალდებულნი იქნებიან საპარლამენტო საბჭოს და პარლამენტის წინაშე.
მიყურადება განხორციელდეს სასამართლოს კონტროლით. ვადის და მიყურადების წესების დარღვევის შემთხვევაში მიყურადების შეჩერება შეეძლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ეს გააძლიერებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მაკონტროლებელ ფუნქციას.
თუ, ამ ცვლილებების პირობებში, მაინც მოხდა უკანონო მოსმენა და სამართალდამცავები ჩაიდენენ დანაშაულს, გამოძიების პროცესში ჩაერთვება დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავთა დანაშაულებს, იმ პირთა დანაშაულებს, რომელთა მიმართ პროკურატურა ვერ იქნება ობიექტური. ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა ერთადერთი გამოსავალია, რაც წერტილს დაუსვამს სისტემური დაუსჯელობას და სამართალდამცავთა დანაშაულების მიუკერძოებელ გამოძიებას.
#ესშენგეხება #უკანონომოსმენაუნდადასრულდეს