logoეს შენ გეხება

esshengexeba.ge
facebook fr fr fr fr
ფიქრები & ჩანაწერები იგივე, ბლოგები
გიორგი გოგუას ბლოგი

 

24 თებერვალი, 2012

 

http://liberali.ge/blog/giorgi-gogua/demokratura-ro

 

 

ცოტა ხნის წინ, You Tube-ზე, შემთხვევით გადავაწყდი მოამბის" 1999 წლის ერთ-ერთ სიუჟეტს. პრინციპში, ისეთი განსაკუთრებული არაფერი იყო, რასაც დღეს ვერ წააწყდებით წამყვან ქართულ არხებზე. თუმცა, მაინც იყო ერთი საინტერესო ფრაზა მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ ვრცელი ინტერვიუდან: ახლანდელი პრეზიდენტი ამბობდა: ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანა მართონ კანონებმა და არა კონკრეტულმა ადამიანებმაო.

 

გავიდა 12 წელი და ოცნებას აშკარად ხორცი ესხმება. თუ ვინმე მეტყვის, რომ ახსოვს, კანონში ოდესმე იმაზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება შესულიყოს, ვიდრე ბოლო სამი თვის განმავლობაში, შეუძლია, აქვე შეწყვიტოს კითხვა, რადან ახალს ვერც ვერაფერს გაიგებს.

 

ამის შემდეგ, ერთი შეხედვით, ძნელი იყო არ აღვფრთოვანებულიყავი. აბა, წარმოიდგინეთ, ამდენი ხნის სიბნელის შემდეგ, როდესაც არ არსებობდა კანონი, ძლივს გვეღირსა ის, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა: იქნები კანონმორჩილი? - კაციშვილი არ შეგეხება. არა? - შენი ადგილი ციხეშია. მოკლედ, ქვეყანა ქვეყანას ემსგავსება. კანონი კანონობს.

 

გავიხსენოთ, თუნდაც რა ხდებოდა საბჭოთა კავშირში: ერთი ადამიანი მართავდა რამდენიმე სხვა ადამიანს, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ მართავდნენ სხვა ადამიანებს და ..  ეს ბოროტი ადამიანები კი, ყველაფრის სათავეში რომ იყვნენ, სრულიად უკანონოდ ითვისებდნენ სხვა ადამიანების ქონებას (ხანდახან სიცოცხლესაც). ჰოდა, ამის შემდეგ, როგორ შეიძლება შვება არ მოგგვაროს იმ ცვლილებებმა, რომლებიც დღეს ხდება?!

 

ძალიანაც აღვრთოვანდებოდი, ერთხელაც რომ არ დავფიქრებულიყავი იმაზე, თუ რამდენად ახლოსაა დღეს საქართველოში კანონი სამართალთან. რატომ ხდება, ხშირად, ისე, რომ კანონდამრღვევებს კი არ სჯიან, არამედ, იმ დარღვეულ კანონს ისე ცვლიან, რომ დარღვევა, ფაქტობრივად, დაშვებული გადხდეს. მაგალითად, როდესაც ერთი წლის წინ, მას შემდეგ, რაც რუსთვი 2-" და იმედს" მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევა აღმოუჩინეს, ამ კანონში ცვლილებები შევიდა. შედეგად კი ყველა აღმოჩენილი დარღვევა დაკანონდა.

 

თუმცა, ეს ძალიან მსუბუქი რამაა ბოლო შემთხვევებთან შედარებით. თავი დავანებოთ იმას, რომ ბიზნესმენებს ყველანაირ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობა შეეზღუდათ, ისიც დავივივიწყოთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცვლად, დღეს, არჩევნებში პოლიტიკური ძალებისა და მათი მხარდამჭერების საქმიანობას, კონტროლის პალატა განაგებს; პოლიტიკური ძალებისათვის სამოქმედო არეალის გათანაბრება, შეიძლება, კარგიც იყოს (თუ მართლა თანასწორი პირობები იქნება, რა თქმა უნდა), მაგრამ სულ სხვა საქმეა, როდესაც არასამთავრობო სექტორის საქმიანობა იზღუდება  და კონკრეტული მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება.

 

რა ქნას არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც, ახალი კანონის მიხედვით, დაფინანსების მოპოვება, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსახლეობაში ხურდების შეგროვებით შეუძლია? თანაც, ვაი და რომელიმე იმ დამფინანსებელთაგანი" პოლიტიკური პარტიის წევრი აღმოჩნდეს! აი, მაშინ ნახე კანონის წინაშე პასუხისგება!

 

ჰოდა, 1999 წელს პირველი არხის სიუჟტის წინასწარმეტყველება ახდა. უკეთესი რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში, როდესაც კანონი იმდენად კანონობს, რომ უკვე სამართალზე მაღლა დგას?! ჩვენ კი  თავისუფალი მოქალაქეები ვართ - თავისუფლები, ოღონდ კანონის ფარგლებში. კანონისა, რომლის შეცვლაშიც არანაირ მონაწილეობას არ ვიღებთ. არც იმის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამ ცვლილებებმა. პრინციპში, არც გვაინტერესებს, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ადამიანები, რომლებიც ადგენენ, ცვლიან და შლიან კანონებს, ყველაზე უფრო კომპეტენტურები არიან ამ საკითხში. ჩვენ  ხომ  რიგითი  მოქალაქეები ვართ, რომელთა კანონიერი  მოვალეობაა, უბრალოდ იცხოვრონ და მიყვენ მოვლენებს. ისევე, როგორც საბჭოთა კავშირში.

 

http://prodigycow.wordpress.com/2012/02/26/dont-touch-me/