logoეს შენ გეხება

esshengexeba.ge
facebook fr fr fr fr
ფიქრები & ჩანაწერები იგივე, ბლოგები
2012 წლის არჩევნები საქართველოში - ბრძოლა წესების გარეშე?

ირაკლი მელაშვილი    

 

კოალიციის "არჩევნის თავისუფლებისთვის" წევრი


 

ნაციონალური”  კანონშემოქმედების  წინასაახალწლო კაზუსები

 

საქართველოს პარლამენტის მიერ პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის ისტორია სულ უფრო მეტად კომიკურ სახეს იღებს. ჯერ იყო და ამ კანონში ცვლილებების შეტანის დროს პარლამენტმა დაარღვია  რეგლამენტით დადგენილი პროცედურა. კერძოდ, ამ კანონის მე-2 მუხლი  ტექსტში გაჩნდა მე-2 მოსმენის გვერდის ავლით მხოლოდ 28 დეკემბერს, მესამე საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155- მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევაა.

 

ამის შემდეგ, პარლამენტმა დაამტკიცა კანონის მე-2 მუხლის შემდეგ რედაქცია - „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით და ეს თანხები ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ დაუხარჯავთ, ვალდებული არიან აღნიშნული თანხები ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა დაუბრუნონ მათ გამცემს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხები მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში.”

 

პოლიტიკური პარტია, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა შეზღუდვებს დაუწესებდა მას კანონმდებელი წლის ბოლოს,  2011 წლის განმავლობაში მაშინდელი კანონმდებლობის სრული დაცვით იღებდა შემოწირულობებს. კანონის ამ რედაქციის თანახმად პარლამენტმა დაუწესა მათ შეზღუდევები შემოწირულობების მიღების დროს და დაადგინა, რომ ამ კანონის გვერდის ავლით  პარტიის ანგარიშებზე მთელი წინა წლის განმავლობაში კანონიერად მიღებული თანხები ან 3 დღის ვადაში უნდა დაუბრუნდეს შემომწირველს, ან ამ თანხას წაიღებს  ბიუჯეტი!

 

გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მმართველი პარტიის მიერ კანონში შეტანილი აღნიშნული ნაჩქარევი ცვლილება პირდაპირ უკავშირდებოდა 2011 წელს რიგი ოპოზიციური პარტიებისათვის კანონიერად გაკეთებული ფინანსური შემოწირულობების ჩამორთმევის სურვილს. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ  აშკარად ანტიკონსტიტუციური აქტის მიღებაზე  ქართული  არასამთავრობო ორგანიზაციებისა დიპლომატიური კორპუსის შეშფოთებამ და მკაცრმა პროტესტმა ხელისუფლები მოულოდნელი რეაქცია  გამოიწვია.  ”საკანონმდებლო მაცნის საიტზე (სადაც საქართველოს კანონმდებლობით უნდა გამოქვეყნდეს ნორმატიული აქტი, რათა ის ძალაში შესულად ჩაითვალოს) კანონის უკვე შეცვლილი (ჩასწორებული) ტექსტი გაჩნდა: - -”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული 261მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები, რომელთაც