logoეს შენ გეხება

esshengexeba.ge
facebook fr fr fr fr
რატომ გეხება ეს პრობლემა შენც?

2011 წლის დეკემბრის თვის შემდეგ ბევრი საუბარია იმაზე, თუ რამდენად არადემოკრატიული და არაკონსტრიტუციურია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც, არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე კანონში განხორციელდა. კერძოდ, ცვლილებები შევიდა საქართველოს ორგანულ კანონში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.


გაუმართლებელია,  „პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ კავშირში მყოფი პირის“ ცნების შემოღება, რომელიც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და არ განმარტავს, ვინ შეიძლება იქნეს მიჩნეული პარტიასთან დაკავშირებულად.  მიღებული ცვლილებები  სწორედ პარტიასთან დაკავშირებულ პირზე ვრცელდება და მრავალი სახის შეზღუდვას უწესებს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესს, მედიას და რიგით ამომრჩევლებს.


კერძოდ, რიგით მოქალაქეს კანონით დაწესებული შეზღუდვები შეიძლება შეეხოს:

• თუ იგი გამოთქვამს მოსაზრებას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით, გააკეთებს განცხადებას პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
• თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკურად აქტიურ პირს მოსთხოვს ან მისგან მიიღებს დახმარებას (მაგალითად, სასწრაფო ოპერაციისთვის ან სხვა გადაუდებელი საქმისთვის), შესაძლებელია, სასჯელის სახით, დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;
• თუ რომელიმე ორგანიზაციის თანამშრომელი  ხმამაღლა გამოხატავს საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას,  ორგანიზაციას შეიძლება შეეზღუდოს შემოსავლის წყარო;
•  თუ მოქალაქეს პოლიტიკურად აქტიურ ან პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად მიიჩნევენ, მან შესაძლოა ვეღარ მიიღოს სესხი ბანკისგან;
•  თუ კონტროლის პალატამ მოქალაქე პოლიტიკურად აქტიურ პირად ჩათვალა, მას უფლება აქვს გადაამოწმოს პირადად მისი და მისი ახლობლების შემოსავლები და ყადაღა დაადოს ქონებას.


ექსპერტების მოსაზრებით, კანონი:


•  არაკონსტიტუციური და არადემოკრატიულია;
•  ხელს უშლის თავისუფალი აზრის გამოხატვას და მოქალაქეებში ნერგავს შიშს, ღიად დაუჭირონ მხარი ამა თუ იმ პარტიას;
•  ზღუდავს მოქალაქეების საკუთრების უფლებას;
•  უსამართლო და მძიმე პასუხისმგებლობას აკისრებს მოქალაქეებს;
•  ახშობს სამოქალაქო აქტივობას;
•  საფრთხეს უქმნის მედიას, ბიზნეს ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორს და თავისუფალ ამომრჩეველს.


საფრთხის შემცველი ცვლილებები განხორციელდა  საქართველოს ორგანულ კანონში  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.

ნახეთ ექსპერტთა  შეფასებები.

უყურეთ სტუდია რე-ს დისკუსიას და გაიგეთ უფრო მეტი, თუ როგორ შეიძლება ეს ცვლილებები თქვენ შეგეხოთ.